"საუბარიც მიჭირს" - ქიმიური იარაღით მოწამლული ქართველი ჯარისკაცების ჯანმრთელობა დამძიმდა
უკრაინაში ქიმიური იარაღით მოწამლული ქართველი ჯარისკაცების ჯანმრთელობა ისევ დამძიმდა. მებრძოლები კვლავ კლინიკაში გადაიყანეს. გოსტომელში, ზარინით მოწამლულ მებრძოლებს მკურნალობის ერთი კურსი უკვე ჩაუტარეს, თუმცა მათი მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ქიმიური მოწამვლის კვალი სისხლში ამ დრომდე არსებობს, დაზიანებულია ასევე ბრონქებიც. მოწამლულებს შორისაა ნადიმ ხმალაძე, რომელსაც მკურნალობის კურსი ესაჭიროება.
ჯანმრთელობის მდგომარეობა ვთვლი, რომ არის არასახარბიელო იმიტომ, რომ ჯერჯერობით წინსვლა არ მაქვს არავითარი, რომ ჯანმრთელობისკენ, სიკეთისკენ მიდიოდეს. პირიქით უფრო ედება ორგანოებს. დღეის მდგომარეობით საუბარიც კი მიჭირს, ბრონქები დამიზიანა. ვაჟა და მე ერთ მდგომარეობაში ვართ. ველოდები რას მეტყვიან", - ამბობს ნადიმ ხმალაძე.