აქციაზე დაკავებული 25 პირიდან 2 გაათავისუფლეს - რას ედავება შსს საკრებულოს დეპუტატებს

07.05.22 13:05
აქციაზე დაკავებული 25 პირიდან 2 გაათავისუფლეს - რას ედავება შსს  საკრებულოს დეპუტატებს

ბათუმში აქციაზე დაკავებული 25 პირიდან  სამართალდამცველებმა მხოლოდ 2 გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ორივე პირი ხელწერილის საფუძველზე გაუშვეს. აქციის მონაწილეების დაკავების მიზეზი გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა გახდა. 

აქციის მონაწილეებმა აჭარის მთავრობის სახლის წინ გაშალეს კარვები და გამოიწვიეს გზის სავალი ნაწილის ხელოვნურად ბლოკირება. კანონმდებლობის სრული დაცვით შეკრებილი ხალხის რაოდენობიდან გამომდინარე, პოლიციამ ბათუმის ქუჩებში შეზღუდა საგზაო მოძრაობა, ხოლო როდესაც აქციის მონაწილეთა რაოდენობა შემცირდა, აღარ იყო აუცილებლობა გზის გადაკეტვის პოლიციამ უზრუნველყო საზოგადოებრივი წესრიგის და
საგზაო მოძრაობის აღდგება.
პოლიციის მხრიდან არაერთი მოწოდებისა და გაფრთხილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კანონიერ მოთხოვნას გაეთავისუფლებინათ გზა, განაგრძეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რის შემდეგაც მოხდა მათი დაკავება"
, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ამ დროისთვის უცნობია, სად იმყოფება დაკავებული 23 პირი. "ტვ პირველის" ინფორმაციით, 8 პირი, მათ შორის გიორგი კირთაძე, ოზურგეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, ლევან ანთაძე კი ფოთის იზოლატორში გადაიყვანეს.  

შეგახსენებთ, რომ პოლიციამ ბათუმში  გუშინდელ აქციაზე 22 პირი დააკავა. მათ შორის არიან საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები.