"ხვალ, 14:00 საათზე, პარლამენტთან უკრაინელ მეგობრებთან ერთად გავაპროტესტებთ რაშიზმს" - ხოშტარია
"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საზოგადოებას რუსული აგრესიის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. აქცია ხვალ 14:00 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება.აქცია უკრაინულ ახალგაზრდულ პარტნიორ ორგანიზაციასთან და უკრაინელ მეგობრებთან ერთად დაიგეგმა. ამ საკითხზე ხოშტარიამ საქართველოში უკრაინული ახალგაზრდული ორგანიზაცია “სვიტანოკის” თავმჯდომარე კატერინა კოზაკთან და უკრაინიდან ჩამოსულ მოქალაქეებთან ერთად პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
ხვალ არის 8 მაისი, დღე, როდესაც 77 წლის განმავლობაში მსოფლიო აღნიშნავდა ნაციზმის დამარცხებას. დღეს, ჩვენ და უკრაინელები, ერთად, ვამარცხებთ რაშიზმს და მე ამაში ვარ დარწმუნებული. 8 მაისი არის დღე, როდესაც უკრაინელები და ქართველები უნდა ვიდგეთ ერთად და ვთქვათ, რომ ჩვენ რაშიზმთან დანებებას არ ვაპირებთ. ხვალ 14:00 საათზე პარლამენტის წინ ვუხმობთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს",- თქვა ელენე ხოშტარიამ.