ბათუმში დაკავებული დეპუტატები - ნაწილის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია
ბათუმში გუშინდელ აქციაზე დაკავებული 23 პირიდან ნაწილის ადგილსამყოფელი კვლავ უცნობია. 8 პირი ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. დაკავებულებთან მხოლოდ ერთი ადვოკატი შევიდა, რადგან მათი განუმარტეს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში პატარა ფართია და 2 ადვოკატის ერთდორულად შესვლა შეუძლებელია.
ოზურგეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადმოყვანილია 8 აქციაზე დაკავებული პირი, მათ შორის არიან უმაღლესი საბჭოს დეპუტატები გიორგი კირთაძე, გია აბულაძე. მეტი ინფორმაცია ცნობილი არ არის, რა მუხლით არიან დაკავებულები.თუმცა მაგას მნიშვნელობაც არ აქვს უკვე დღევანდელ ქვეყანაში, იმიტომ რომ ქართული მილიციისთვის მთავარი იყო, რომ დაეშალათ აქცია გუშინ, შემდეგ რა მუხლით, როგორ ამას კაბინეტებში წერენ და პოლიტიზირებულ სასამართლოსაც აძლევენ დავალებას, რომ მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
განმიმარტეს, რომ ძალიან პატარა მოთავსების იზოლატორია, შესულია ჩემი კოლეგა და როგორც კი ის დაასრულებს შეხვედრას შემდგომ მე შევხვდები", - ამბობს მირდატ ქადამაძე.
ბათუმის იზოლატორში მყოფებთან ადვოკატი ირაკლი ფაღავა არ შეუშვეს.