ვასაძის დაბრუნება - რუსეთის მადიდებელი ბიზნესმენი საინფორმაციო ომში ერთვება

07.05.22 19:19
ვასაძის დაბრუნება - რუსეთის მადიდებელი ბიზნესმენი საინფორმაციო ომში ერთვება

რუსეთიდან დაბრუნებული ლევან ვასაძე, საქართველოში ახალი მისიით ჩამოვიდა - "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებით დგინდება, რომ ვასაძე ახალ საინფორმაციო ომს ახლა უკვე საკუთარი ტელევიზიით, "ერით" იწყებს.

ლევან ვასაძის ტელევიზიაში, საცდელი გადაცემები, რუსეთ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გამოჩნდა - ამ ტელევიზიის ეთერში ადამიანებს უხსნიან, რომ "ომი უკრაინაში რუსეთმა კი არა, ამერიკამ დაიწყო და, ამ ომში საქართველოს ჩათრევა უნდათ".  ეს საინფორმაციო საწამლავი კი ცნობილი სახეებისგან მოედინება. "წამყვანებად“ ბიძინა ივანიშვილის რჩეული  ინტელიგენციის წარმომადგენლები აიყვანეს: ქეთი დოლიძე ერთ ერთი პირველია, ვინც პროპაგანდით საქართველოს მოქალაქეებს წამლავს. ეს რეჟისორს დისკომფორტს არ ქმნის, მეტიც აანონსებს, რომ ასე გააგრძელებს. ვასაძის ტელევიზიის ეთერში სპეციალური წამყვანის სტატუსით გამოჩნდა ნუგზარ რუხაძეც. ზაზა შათირიშვილი და მამუკა არეშიძემ ტელეკომპანია "ერის" თანამშრომლები არიან. 

ყველა, ვინც ლევან ვასაძის ტელევიზიაში გამოჩნა, ინტერვიუზე უარს ამბობს. 

ვასაძის ტელევიზია მისივე კუთვნილ შამპანურის ქარხანაშია - აქ კითხვების დასმის საშუალება უბრალოდ არ არსებობს.  ვასაძემ ანგარიში არხის დაფუძნებისთანავე მოსკოვს,  რუსულ ენაზე მისივე ტელეეთერიდან უკვე ჩააბარა.