ღარიბაშვილის შეხვედრა წარსულთან - პრემიერი მეორე მსოფლიო ომში აღუპულთა მემორიალში 14 მილიონს ხარჯავს

07.05.22 19:41
ღარიბაშვილის შეხვედრა წარსულთან - პრემიერი მეორე მსოფლიო ომში აღუპულთა მემორიალში 14 მილიონს ხარჯავს

ღარიბაშვილის შეხვედრა წარსულთან - პრემიერი მშობლიურ დედოფლისწყაროში, მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა მემორიალის შეკეთებაში 14 მილიონ ლარს დახარჯავს.

"შაბათის ეთერ" შეეცადა, გაერკვია,  ვინ გადაწყვიტა, რომ მაინცდამაინც 14 მილიონ ლარად უნდა გაერემონტებინათ მემორიალი, როცა ქალაქში უკიდურესი გაჭირვება სუფევს, თუმცა პრემიერის მშობლიური ქალაქის მერს კი პასუხები არ აღმოაჩნდა.

ნიკოლოზ ჯანიაშვილმა, 14 მილიონის თემაზე დასმულ კითხვებზე პასუხისას, ტრადიციულად წინა ხელისუფლების ლანძღვა დაიწყო. 

პრემიერის მშობლიურ ქალაქში შინმოუსვლელთა მემორიალის და იქვე მდებარე პარკის რეაბილიტაცია, სახელმწიფო პროგრამის - „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მოხდება.  ამხანაგობა "გრინბილდი“ ერთ-ერთია, რომელიც სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ 14 მილიონიან ტენდერში მონაწილეობს. თუ გაიმარჯვებს, სწორედ მან უნდა აღადგინოს პრემიერის ქალაქში შინმოუსვლელთა ძეგლი. 

ტენდერში მონაწილე კომპანიის წარმომადგენელს კითხვებზე პასუხის გაცემა არ სურს. 

ღარიბაშვილის პოლიტიკური განაცხადი - ნახეთ ვრცლად მაკა ანდრონიკაშვილის ჟურნალისტური გამოძიება.