პოლიციელების ქეიფი ავარიით დასრულდა...- რა მოხდა აღდგომის ღამეს?

07.05.22 22:26
პოლიციელების ქეიფი ავარიით დასრულდა...- რა მოხდა აღდგომის ღამეს?

რა ვითარებაში დამტვრა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის განკუთვნილი სახელმწიფო მანქანა? - ოფიციალური ინფორმაციით, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკაშირებელ ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე შსს-ს მაღალჩინოსანი კედელს შეასკდა. 

არსებული ინფორაციით, აღდგომის ღამეს, სამართალდამცავი საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.

ავტოსაგზაო შეთხვევაას კი "შაბათის" წყაროების ინფრმაციით, აღდგომის სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება უძღოდა, სადაც სამართალდამცავებმა ერთმანეთს აგინეს, გინების გამო კი ე.წ. სტრელი ქუთაისში დანიშნეს. 

"შაბათის" წყაროს ინფორმაციით ქუთაისის კრიმინალური პოლიციის უფროსმა, გიორგი ჩერგოლაშვილმა საგვარეულო სახლის მარანაში, სოფელ სამიქაოში პოლიციის მაღალჩნოსნები აღდგომას საქიფოდ დაპატიჟა. სუფრაზე სულ 12 ადამიანი იყო, მათ შორის ქუთაისის პოლციის სამმართველოს მეოთხე  განყოფილების უფროსი გაგა სულამანიძე და მეორე განყოფილების შეფი ვლას მახვილაძე. შაბათის ეთერს უყვებიან, რომ სუფრაზე ნასვამ პოლიცილებს შორის ჩხუბი მოხდა და ერთმანეთს ძველი წყენის გამო აგინეს.

უფრო კონკრეტულა, სუფრაზე ქუთაისის პოლიციის შეფმა, გიორგი ჩერგოლაშვლმა, მეოთხე განყოფილების უფროსს გაგა სულამანიძეს რამდენჯერ უცენზუროდ მიმართა, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. იქიდან წამოსული პოიციის მაღალჩინოსანი კი ავარიაში მოჰყვა. 

რა მოხდა აღდგომის ამე ნახეთ თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟში