"მდგომარეობა სტაბილურია" - რას წერს პენიტენციური სააკაშვილის შესახებ

08.05.22 12:11
"მდგომარეობა სტაბილურია" - რას წერს პენიტენციური სააკაშვილის შესახებ

მიხეილ სააკაშვილს ლაბორატორიული კვლევები ჩაუტარდა. დაპატიმრებული პრეზიდენტის შესახებ ახალ ცნობებს პენიტენციური დაწესებულება ავრცელებს. ირკვევა, რომ მესამე პრეზიდენტი ექიმებმაც მოინახულეს, თუმცა კონკრეტულად ვინ შეამოწმა ექს მაღალჩინოსანი, უწყების მიერ გავრცელებული განცხადებიდან არ ჩანს.

სასჯელაღსრულების სამსახური ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მას ციხის გარეთ, ქვენის ფარგლებში არსებულ სამედიცინო დაწესებულებაშიც უმკურნალებენ.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ პოლიტიკური სუბიექტები მესამე პრეზიდენტის ჯანმრთლელობის შესახებ სპეკულაციებს ავრცელებენ და მათ ამ ქმედებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებენ. 

საპირისპიროს ამტკიცებენ ის ექიმები, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილის ცოტა ხნის წინ მოინახულეს. მათ თქმით, დაპატიმრებული პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ის მკურნალობის კურსის ჩატარებას საჭიროებს. 

მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად ამ დრომდე არ უშვებენ ცენტრ "ემპათიის" ექიმებს. 

მიხეილ სააკაშილის მდგომარეობა ამ ჟამად მძმეა სომატურ-ნევროლოგიური თვალსაზრისით, რამაც გამოიწვია სასიცოცხლო მაჩენებლების დაქვეითება, ისეთი, როგორიც არის ჰიპოპროტეინემია, ჰიპოალბუნელემია, ჰემოგლობინის დაბალი მაჩვენებელი და შესაბამისად, მას ახლა ესაჭიროება ინტესნიური თერაპია. საქარტველოს პირობებში 7 თის განმავლობაშ მას არ უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა, არც დიაგნოსტიკა და შესაბამისად, პროგნოზულადაც გამორიცხულად გვესახება, რომ ეფექტური იყოს მკურნალობა და რეაბილიტაცია, - ამბობს "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი.