14 მლნ საბჭოური მემორიალის აღსადგენად - ოპოზიცია პრემიერს აკრიტიკებს

08.05.22 12:29
14 მლნ საბჭოური მემორიალის აღსადგენად - ოპოზიცია პრემიერს აკრიტიკებს

პრემიერ-მინისტრის ახირებაში, რომელიც 14 მლნ-ად დედოფლისწყაროში  "შინ მოუსვლელთა" მემორიალის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ოპოზიცია კორუფციულ ნიშნებს ხედავს. ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული თანხა არა მუნიციპალიტეტის განვითარებას, არამედ კონკრეტული ადამიანების გამდიდრებას მოხმარდეს. 

რეალურად, ეს ყველაფერი მოხმარდება არა მუნიციპალიტეტის განვითარებას, ამ შემთხვევაში დედოფლის წყაროს განვითარებას, არამედ კონკრეტული ჩინოვნიკების გამდიდრებას და ამ შემთხვევაში, შეიძლება იმ პატარა შესრულებული საქმით ვიღაცას რაღაცა პირობა შეუსრულოს, რაც წინასაარჩევნოდ რამე დაპირება დადო, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი მხმარდება კონკრეტული ადმაიანების გამდიდრებას, - ამბობს ენმ-ს წევრი გიორგი ბოტკოველი. 

ბათუმის საკრებულოს წევრი "ლელო"-საქარტველოსთის" პარტიიდან ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ მართებული იქნებოდა აღნიშნული თანხა სოციალურად გაჭირვებულ მოქალაქეებს მოხმარებოდათ. 

არსებობენ მეზობელ კარებში, მეზობელ სახლებში ადამიანები, რომლებიც შიმშლობენ, მოხუცები, რომლებსაც შესაძლოა, მედიკამენტები არ აქვთ, ათი ათასობით სტუდენტი, რომელსაცსტატუსი აქვს შეჩერებული, შეუძლებელი ანტიადაამიანური და დანაშაულებრივი გადაწყვეტილებაა, როდესაც 14 მლნ ლარს სრულიად არაარგუმენტირებულად პროექტის გარეშე დედოფლისწყაროში, ირაკლი ღარიბაშილის მამულეთში იხარჯება, - ამბობს ბათუმის საკრებულოს წევრი "ლელო - საქარტელოსთვის პარტიიდან 

პრემიერი მშობლიურ დედოფლისწყაროში, მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა მემორიალის შეკეთებაში 14 მილიონ ლარს დახარჯავს. ნოდარ მელაძის შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ პრემიერის მშობლიურ ქალაქში შინმოუსვლელთა მემორიალის და იქვე მდებარე პარკის რეაბილიტაცია, სახელმწიფო პროგრამის - „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში მოხდება.  ამხანაგობა "გრინბილდი“ ერთ-ერთია, რომელიც სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ 14 მილიონიან ტენდერში მონაწილეობს. თუ გაიმარჯვებს, სწორედ მან უნდა აღადგინოს პრემიერის ქალაქში შინმოუსვლელთა ძეგლი.