რუსეთი კლავს! დიდება უკრაინას! - რუსთაველის გამზირზე ანტიპუტინისტური აქცია იმართება

08.05.22 15:03
რუსეთი კლავს! დიდება უკრაინას! - რუსთაველის გამზირზე ანტიპუტინისტური აქცია იმართება

რუსეთი კლავს! დიდება უკრაინას! - თბილისში ამ წუთებში პუტინის ტერორისტულ მმართველობას და ადამიანების მკვლელობას აპროტესტებენ. ქალაქის მთავარ გამზირზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, ქართველი ხალხის გვერდით დადგეს და რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას ებრძოლოს. 

აქციის ორგანიზატორი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ 9 მაისის აღნისვნა ცივილიზაციური  გამყოფია. მისი თქმით, საქართელომ ოკუპანტ რუსეთთან ერთად ფაშიზმზე გამარჯვების დღე არ უნდა იზეიმოს, რადგან ეს რუსული პროპაგანდის გაგრძელებაა. 

რუსეთი რასაც აკეთებს უკრაინაში, არის სწორედ ნაცისტური იდეა, სისასტიკის იდეა, რასაც სახელად "რაშიზმი"დაერქვა. ამიტომ, წელს განსაკუთღებულად მნიშვნელოვანია, რომ სწორედ 8 მაისს აღვნიშნოთ ეს დღე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხვალინდელი დღე იყოს არა რუსეთის გაამრჯვების, არამეს რუსეთის სირცხვილის დღე, - აცხადებს "დროას" ლიდერი. 

საპროტესტო აქციას უკრაინიდან დევნილი მოქალაქეებიც ესწრებიან. ადგილზე ასევე, რუსეთის ის მოქალაქეები იმყოფებიან, რომლებიც პუტინის აგრესიულ პოლიტიკას აპროტესტებენ.