9 მაისი ნაცვლად 8 მაისი - "ევროპული საქართველოს" ინიციატივა
ნაციზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად 8 მაისს აღინიშნოს - "ევროპელი საქართველო" ინიციატვით გამოდის. გიორგი კანდელაკი მიიჩნევს, რომ 9 მაისი მეორე მსოფლიო ომის ყალბ ინტერპრეტაციას განასახიერებს, ჩვენმა ქვეყანამ კი პუტინის რეჟიმის პროპაგანდასთან თავი არ უნდა გააიგივოს.
საზოგადოებას მოეხსენება, რომ ხვალ, 9 მაისს საქართველო რუსეთის ფედერაცაისთან ერთად აღნიშნავს ნაციზმის დამარცხებას, მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო ამ თარიღს აღნიშნავს 8 მაისს. დღეს მსრუს კიდევ ერთხელ გამოვიდე ინიციატივით, რომ საქართველომ ეს თარიღი აღნიშნოს სწორედ დღევანდელ დღეს. 9 მაისი განასახიერებს მეორე მსოფლიო ომის მცდარ, ყალბ ინტერპრეტაციას და დღეს, როგორც არასდროს, აქტუალურია, რომ ამ ყალბ ინტერპრეტაციასთან მეორე მსოფლიო ომისა, არ აიგივებდეს თავს საქართველო, - განაცხადა კანდელაკმა.