სააკაშვილი რუსთავის ციხეშია, გადაყვანის მცდელობა არ ყოფილა - სახალხო დამცველის წარმომადგენელი

09.05.22 01:05
სააკაშვილი რუსთავის ციხეშია, გადაყვანის მცდელობა არ ყოფილა - სახალხო დამცველის წარმომადგენელი

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. "ტვ პირველის" კორესპოდენტის ცობით, ქეთევან ხვედელიანმა მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებით ერთი საათი დაჰყო. 

პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსული ომბუდსმენის წარმომადგენელი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტის რუსთავის ციხიდან კლინიკაში გადაყვანის მცდელობა არ ყოფილა.

ხვედელიანი აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტმა შეხვედრების ოთახში ჩასვლა ვერ შეძლო და სააკაშვილი საკანში მოინახულა.

ცნობისთვის, რადენიმე საათს წინ, რუსთავის ციხის ტერიტორიიდან სასწრაფო და საბადრაგო მანქანები გამოვიდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ  მიხელ სააკაშვილი კლინიკაში გადაჰყავდათ, თუმცა პენიტენციურმა ეს  ინფორმაცია არ დადასტურა. 

მსგავსი სიახლეები