სააკაშვილი ვერ ეგუება ციხის გარემოს, აქედან გამომდინარე აქვს ჯანმრთელობის პრობლემები - შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმჯდომარე აღიარებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, თუმცა შალვა პაპუაშვილის თქმით, ეს გამოწვეულია იმით, რომ "სააკაშვილი ციხის გარემოს ვერ ეგუება".
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ყველა სამედიცინო სერვისს სთავაზობს და ის ნაწილზე უარს ამბობს.
"მიხეილ სააკაშვილი ვერ ეგუება ციხის გარემოს და აქიდან გამომდინარე არის არის ჯანმრთელობის პრობლემები. (პენიტენციური სამსახური) ფსიქოლოგის მომსახურებას სთავაზობს. არის ცალკეული მედიკამენტები, რომელსაც ის არ იღებს. მისი გულშემატკივრები დაკავებიულები უნდა იყვნენ იმით, არწმუნებდნენ მას რომ მისი ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია, მიიღოს შეთავაზებული სამედიცინო სერვიზი" - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.