"თითქმის არ არსებობს იმედი, რომ ვინმე გადარჩა" - ბელოგოროვკას სკოლის ნანგრევებში ცხედრებს ეძებენ
ბელოგოროვკაში დაბომბილი სკოლის ნანგრევებში მაშველები ადამიანებს ძებნას განაგრძობენ. ლუგანსკის ოლქის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ ნანგრევებში მოყოლილები სავარაუდოდ, უკვე დაღუპულები არიან. მისი თქმით, სარდაფი, რომელსაც თავს 90-მდე მოქალაქე აფარებდა, დაბომბვის შედეგად სრუალდ ჩაინგრა.
საევაკუაციო ავტობუსი, რომელიც ბელოგოროვკაში მიდიოდა ბომბის თავშესაფრიდან ხალხის გამოსაყვანად, ცეცხლის ქვეშ მოექცა. სოფლამდე ავტობუსმა ვერ მიაღწია. ბელოგოროვკაშ სასტიკი ბრძლა გრძელდება. ოკუპანტებმა შეძლეს მდინარე სევერსკი დონეცკის გადაკვეტაზე იერიში და ვცდილობთ, თავდაცვა შევინარჩუნოთ. ამ დროისთვის შეუძლებელია ვ~ბელოგოროვკას სკოლაშ ნანგრევების გაწმენდის გაგრძელება. თითქმის არ არსებობს იმედი, რომ ვინმე გადარჩა, რადგან სარდაფშიც ჩამოინგრა და შიგნით საავიაციო ბომბი აფეთქდა, - ამბობს სერგეი გაიდაი.
შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა 8 მაისს ქალაქ ბელოგოროვკაში სკოლა დაბომბეს. ნანგრევებიდან 30 ადამიანის ამოყვანა მოხერხდა, 7 მათგანს მძიმე დაზიანებები აქვს.
არსებული ინფორმაციით, სკოლის სარდაფს თავს 90 -მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა.