ნუ იქნებით მხარე, მოუწოდეთ სააკაშვილს, შეეშვას პროვოცირებას - ირაკლი ზარქუა სახალხო დამცვალს
"ქართული ოცნება" პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას არ აპირებს. მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ კლინიკაში გადაყვანი აუცილებლობა არ დგას.
თუ ამის აუცილებლობა დადგა, როგორც წინა შემთხვევაში გადაიყვანეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სხვა კლინიკებში, ამის პრობლემა არ იქნება. უბრალოდ, დღის წესრიგში ეს არ დგას. აქ მთავარია, მისმა მხარდამჭერებმა, ექიმებმა მიმართონ, რომ შეეშვას პროვოცირებას. ჩვენ გვაქვს თავისუფელი საზოგადოება, ისევე როგორც შიმშილობა, ადამიანის გადასაწყვეტია"- განაცხადა ზარქუამ.
დეპუტატმა სახალხო დამცველზე იერიში დღეს კიდევ ერთხელ მიიტანა:
მე ვისურვებდი, ისევე როგორც თითოეული ექიმი, მათ სორის სახალხო დამცველი , ნუ იქნებიან ჩვეულებრივად მხარე. მთ უნდა დაიცვან პატიმარი და მოუწოდონ, შეწყვიტოს შიმშილობა თუ ამას ადგილი აქვს"- თქვა ზარქუამ.