ბიბილოვმა დამარცხება აღიარა - დე ფაქტო რესპუბლიკას ახალი ე.წ პრეზიდენტი ჰყავს

09.05.22 10:37
ბიბილოვმა დამარცხება აღიარა - დე ფაქტო რესპუბლიკას ახალი ე.წ პრეზიდენტი ჰყავს

ოკუპირებულ ცხინვალს ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ანატოლი ბიბილოვს ალან გაგლოევი შეცვლის. ე.წ. საპრეზიდენტო არრჩევნებში ოპოზიციის კანდიდატმა 59-%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვა.

41  წლის გაგლოევი განათლებით ფინასისტია, ის წლების განმავლობაში სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტში მუშაობდა.

ჩემთვის ხალხის არჩევანი ეჭვგარეშეა, ჩემს სიტყვას ვასრულებ, როგორც ამას ყოველთვის ვაკეთებდი, - განუცხადა ჟურნალისტებს ანატოლი ბიბილოვმა.

მან პარტია „ნიხასის“ ლიდერს ალან გაგლოევს წარმატებები უსურვა. 

 ვიმედოვნებ, რომ მას ყველაფერი გამოუვა.“ - თქვა ბიბილოვმა.

მსგავსი სიახლეები