ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის შექმნილ პრობლემებზე საუბარს თავს არიდებს
ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის შექმნილ პრობლემებზე საუბარს თავს არიდებს - დღეს პრემიერი კამერების წინ გამოჩნდა, თუმცა მახათის მთის სამონასტრო კომპლექსი ისე დატოვა, რომ ჟურნალისტებს კითხვის დასმის საშუალება არ ჰქონიათ.
დიდი სკანდალში გახვეული ქართული ოცნების არც ერთი ლიდერი დილიდან კამერების წინ არ ჩნდება. მას შემდეგ რაც ამერიკის ელჩმა მმართველი პარტია დამაბნეველ და ორაზროვან პოლიტიკაში დაადანაშაულა, ყველა ლიდერი გაქრა.
ამერიკის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადება "დამაბნეველი იყო". დიპლომატის თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით უნდა გაკეთდდეს.
"ოცნების" თავმჯდომარემ სკანდალური განცხადება 2 დღის წინ გააკეთა. მმართველი პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ შვეიცარიული ბანკი თანხას არ ურიცხავს ბიძინა ივანიშვილს, რადგან ბიძინა ივანიშვილი "შანტაჟის" შედეგად იძულებული გახდეს პოლიტიკაში დაბრუნდეს და საქართველო ომში ჩაერთოს.
"ქართული ოცნება" ეთანხმება პროსახელისუფლებო ექსპერტებს, რომ შვეიცარული კომპანიის უკან შეერთებული შტატები დგას.
თავის მხრივ შვეიცარიული ბანკი Credit Suisse საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.