Credit Suisse ივანიშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

12.05.22 11:23
Credit Suisse ივანიშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს

შვეიცარიული ბანკი Credit Suisse საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს.

„CS Victims-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში მოყვანილია უსაფუძვლო ბრალდებები, რომლებიც არაა კავშირში ბერმუდის სასამართლო პროცესთან ან CSAG-ისთვის მინდობილ აქტივებთან“, — ნათქვამია Credit Suisse-ის მიერ „ნეტგაზეთისთვის“ გამოგზავნილ მოკლე წერილობით პასუხში.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებული PR კომპანია Cision-მა 6 მაისს გაავრცელა Credit Suisse-ის დაზარალებულების განცხადება, რომლის თანახმადაც Credit Suisse-ს მიერ ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად და საჭიროებისამებრ თანხის გაცემის უზრუნველსაყოფად დაფუძნებულ Green Vals Trust-ში ბანკმა ოპერაციები შეაყოვნა, რითაც ივანიშვილს “მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი” მიადგა.

განცხადების თანახმად, ტრასტმა შეფერხების დასასაბუთებლად მოიხსენია „გეოპოლიტიკური გარემო აღმოსავლეთ ევროპაში“, თუმცა ბენეფიციარებს არანაირი კავშირი არ აქვთ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან და არ ექვემდებარებოდნენ რამე სანქციებს, შესაბამისად, აღნიშნული პოლიტიკურ ზეწოლად არის შეფასებული.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-ს მეორედ უჩივის.

წყარო: netgazeti.ge

მსგავსი სიახლეები