მხარს დავუჭერთ ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციას - ხოჯევანიშვილი ვადამდელ არჩევნებზე

14.04.21 12:41
მხარს დავუჭერთ ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციას - ხოჯევანიშვილი ვადამდელ არჩევნებზე

საპარლამენტო უმრავლესობიდან წასული დეპუტატის, გიორგი ხოჯევანიშვილის, განცხადებით, გახარიას გუნდი მხარს დაუჭერს ყველა იმ ინიციატივას, რომელიც ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამუხტვას შეუწყობს ხელს. ეს განცხადება ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, რომელიც ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ეხებოდა. 

 რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ მოთხოვნას, ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც განმუხტავს რადიკალიზაციას და განმუხტავს ამ დიდ განხეთქილებას საზოგადოებაში. შესაბამისად, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს - განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, გუნდმა, "ქართული ოცნების" რიგები ოფიციალურად დატოვა.  სპეციალური განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა. 

 

მსგავსი სიახლეები