"ოცნება" ამბოხებულებს სჯის და თანამდებობებს ატოვებინებს

14.04.21 14:56
"ოცნება" ამბოხებულებს სჯის და თანამდებობებს ატოვებინებს

ექსპრემიერ გიორგი გახარიას გუნდს ,,ქართული ოცნება" საპარლამენტო თანამდებობას ატოვებინებს.

ამასთან, ,,ქართულმა ოცნებამ" გიორგი გახარიას გუნდი პრაქტიკულად მანდატების ქურდობაში უკვე დაადანაშაულა.

ჯერ პარლამენტში რომ შემოდიან და მერე პარტიას ქმნიან, ჯერ პარტია შეექმნათ და ვნახავდით, შემოვიდოდნენ თუ არა პარლამენტში - ამბობენ ივანიშვილის გუნდში დემარშით წასულებზე.

გახარიას გუნდში გადასული ექვსი დეპუტატიდან სამი: გიორგი ხოჯევანიშვილი,  ბექა ლილუაშვილი და ალექსანდრე მოწერელია საპარლამენტო თანამდებობს იკავებენ. 

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, გუნდმა, "ქართული ოცნების" რიგები ოფიციალურად დატოვა.