შეცდომა დაუშვა - ხოჯევანიშვილი თალაკვაძის განცხადებაზე

14.04.21 16:02
შეცდომა დაუშვა - ხოჯევანიშვილი თალაკვაძის განცხადებაზე

თალაკვაძემ შეცდომა დაუშვა - ამის შესახებ გიორგი ხოჯევანიშვილმა ტვ პირველთან, დიანა ტრაპაიძის "დღის ამბებში" თქვა. გახარიას გუნდის ახალმა წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა არჩილ თალაკვაძის იმ განცხადებას უპასუხა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეს მათ წასვლას სირცხვილი უწოდა. 

ჩვენ გვქონდა რამდენიმე კოლეგასთან საუბარი, არც თალაკვაძისთვსი არ იყო ეს მოულოდნელობა რაც მოხდა, აჩიკოსაც იგივე რეაქცია ჰქონდა, ჩვენ ძალიან კონსტრუქციული საუბარი გვქონდა, მან შეიტყო ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ, მხოლოდ მადლობა გადაგვიხადა და მეტი არაფერი. რაც შეეხება მის ნათქვამს სირცხვილტან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ შეცდომა დაუშვა, მას არ ჰქონდა მოსმენილი ჩვენი განცხადება, სადაც ჩვენ აღვნიშნავდით რომ არათუ პასუხისმგებლობას გავურბივარ , არამედ პირიქით ამ პასუხისმგებლობის მომატებული გრძნობის გამო ვიღებთ ამ გადაწყვეტილებას, ბატონი თავმჯდომარე საუბრობს, რომ თითქოს ვინმე პასუხისმგებლობას გაურბის, - ამბობს ხოჯევანიშვილი. 

ცნობისთვის, დღეს, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას, გუნდმა, "ქართული ოცნების" რიგები ოფიციალურად დატოვა. მმართველი პარტია ექვსმა დეპუტატმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, მიხეილ დაუშვილმა, ბექა ლილუაშვილმა, ანნა ბუჩუკურმა​, ალექსანდრე მოწერელიამ და შალვა კერესელიძემ დატოვა. "ოცნების" რიგების დატოვების ნაბიჯს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ "სირცხვილი" უწოდა და პასუხისმგებლობისგან გაქცევად შეაფასა.