დიტო სამხარაძის განცხადებას არ გავცნობივარ, ეს მნიშვნელოვანი არ არის - გიგი ხოჯევანიშვილი

14.04.21 16:39
დიტო სამხარაძის განცხადებას არ გავცნობივარ, ეს მნიშვნელოვანი არ არის - გიგი ხოჯევანიშვილი

გიორგი გახარიას გუნდის წევრი, გიგი ხოჯევანიშვილი, ,,ოცნების" დეპუტატ დიტო სამხარაძის ბრალდებებს პასუხობს. ხოჯევანიშვილი აცხადებს, რომ ბრალდება უსაფუძვლოა, რადგან გადადგომის შემდეგ გახარიას რეიტინგი კიდევ უფრო გაიზარდა.

სამხარაძის განცხადებას არ გავცნობივარ, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი არ არის, ყველაფერი გაზომვადია.

გახარიას რეიტინგი გადადგომის შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა, ამას გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაც ადასტურებს, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

თუ ამ კვლევას არ ენდობით, ქუჩაში ნებისმიერ გამვლელს ჰკითხეთ და გიპასუხებთ, რომ გიორგი გახარიას რეიტინგი გაიზარდა.

გახარია 20 ივნისის თემას არასოდეს გაქცევია. - განაცხადა გიგი ხოჯევანიშვილმა.

,,ქართული ოცნების" წევრმა დიტო სამხარაძემ დრეს განაცხადა, რომ 20 ივნისის შემდეგ გახარიას ყველა აგინებდა, პარტია კი მას გვერდში დაუდგა, დაბანა და დავარცხნა