გავრილოვი იყო დიდი შეცდომა, ხელისუფლებამ ხარკი გადაიხადა - გიორგი ხოჯევანიშვილი

14.04.21 16:41
გავრილოვი იყო დიდი შეცდომა, ხელისუფლებამ ხარკი გადაიხადა - გიორგი ხოჯევანიშვილი

რა აქვს ყოფილ პრემიერს სათქმელი 20 ივნისის სისხლიანი ღამის შესახებ - გახარიას გუნდის წევრის, გიორგი ხოჯევანიშვილის პირველი ინტერვიუ "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" შედგა. 

ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ  გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანა დიდი შეცდომა იყო, რომელზეც ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ხარკი გადაიხადა. 

20 ივნისის საკითხი სენსიტიური თემაა. საკითხი, რითაც დაიწყო ეს თემა, იყო დიდი შეცდომა -  გავრილოვის იქ აღმოჩენა. არამარტო ხელისუფლებამ, საზოგადოებამაც ძალიან დიდი ხარკი გადაიხადა ამ დიდი შეცდომის გამო.

ბუნებრივია, ამ ამბავს მოჰყვა ის მღელვარება, რაც გამოიხატებოდა ქუჩის პროტესტში, მაგრამ აქ ორი საკითხი უნდა გაიმიჯნოს: ერთი ის მღელვარება, რაც საზოგადოებას ჰქონდა, მერე იყო სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობა, რაც ყოვლად დაუშვებელია. მაშინ გახარია შს მინისტრი იყო და მან უზრუნველჰყო, რომ არ მომხდარიყო სახელმწიფო ინსტიტუტების ბოლომდე შეურაცხყოფა- განაცხადა ხოჯევანიშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები