გახარიას ივანიშვილთან კომუნიკაცია არ აქვს - გიორგი ხოჯევანიშვილი

14.04.21 16:56
გახარიას ივანიშვილთან კომუნიკაცია არ აქვს - გიორგი  ხოჯევანიშვილი

გახარიას ივანიშვილთან კომუნიკაცია არ აქვს - ამის შესახებ გახარიას გუნდის ლიდერმა გიორგი ხოჯევანიშვილმა ტვ პირველზე, დიანა ტრაპაიძის "დღის ეთერში" განაცხადა. 

რა თქმა უნდა გეტყვით რომ გიორგი გახარიას არც გადადგომის დღეს და არც მიმდინარე მოვლენებთან  დაკავშირებით ივანიშვილთან კომუნიკაცია არ ჰქონია. მე არ შევსწრებივარ გახარიას და ივანიშვილის არც კარგ და ცუდ ურთიერთობას. მსგავს საკითხებზე არავითარი კომუნიკაცია არ არსებობს, - თქვა ხოჯევანიშვილმა. 

დიანა ტრაპაიძის კითხვაზე, არის თუ არა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული ივანიშვილი, ხოჯევანიშვილი პასუხობს, რომ ამას დრო აჩვენებს. 

დიდი იმედი მაქვს, რომ ივანიშვილი არ მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში. იმედი მაქვს, რომ პროცესებში გარდა ქართული ოცნების მენეჯმენტისა არავინ არ არის ჩართული, თუმცა ამას დრო აჩვენებს,"- ამბობს ხოჯევანიშვილი.