არ დაგანგრევინებთ ბულვარს - დაპირისპირება ბათუმში
"არ დაგანგრევინებთ ბათუმის ბულვარს"- ამ წუთებში პოლიცია ბათუმში, მთავრობის სახლის წინ, აქციის მონაწილეებს ადგილზე წარწერების გაკეთების საშუალებას არ აძლევს. პოლიცია აქტივისტებს აჯარიმებს. ცოტა ხნის წინ დააკავეს ერთი პირი, რომელიც მალევე გაათავისუფლეს.
აქტივისტების თქმით, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი.
აქციის მონაწილეები ბულვარის ტერიტორიაზე მშენებლობებს აპროტესტებენ.