მუმლაძემ პოლიციელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - შსს
"მოძრაობა საქართველოსთვის" წევრმა, გიორგი მუმლაძემ, პოლიციის თანამშრომლებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.
გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 14 აპრილს, პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან მიმდინარე აქციაზე, გ.მ.-მ პოლიციის თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას წინააღმდეგობა გაუწია და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა .
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი მუმლაძეს 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.