საქართველო ბევრ თანხას დაკარგავს, თუ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან - ვიოლა ფონ კრამონი

14.04.21 18:27
საქართველო ბევრ თანხას დაკარგავს, თუ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან - ვიოლა ფონ კრამონი

პოლიტიკოსები  ბრიუსელში იკითხავენ, რატომ უნდა ჩავდოთ დამატებითი თანხა საქართველოში, როცა ქართველები თავად არ ზრუნავენ პრობლემების მოგვარებაზე?- აცხადებს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში. ევროპელი პოლიტიკოსი  ამბობს, რომ თუ საქართველოში მოვლენები დემოკრატიულ ფარგლებში არ განვითარდება, ევროკავშირი სანქციების თემას გადახედავს.

ქართულ მხარეზეა დამოკიდებული, მოაწერენ თუ არა ხელს 6 პუნქტიან შეთანხმებას, დანარჩენი ყველაფერი დროის კარგვაა. რაღაც ეტაპზე ვიფიქრებთ შემდეგ ტრანშზე, მაგრამ  საქართველო ბევრ თანხას დაკარგავს, თუ მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან არ დასხდებიან - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ვიოლა ფონ კრამონი ტვ პირველის ეთერში, დიანა ტრაპაიძის გადაცემა ,,დღის ამბებში" იყო სტუმრად.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები