"საწოლიდან ვეღარ დგება" - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდა. ინფორმაცია ციხის საკნად ქცეული პალატიდან ადვოკატმა გამოიტანა. შოთა თუთბერიძის თქმით, დაპატიმრებული პრეზიდენტი ვეღარ გადაადგილდება და სრულად წოლით რეჟიმზეა.
ჯანმრთელობის მდგომარეობა არის გაუარესებული. როგორც მან მითხრა, ის არის უკვე სრულიად წოლით რეჟიმზე. მეც დამხვდა მწოლიარე პალატაში, ამიტომ ჩვენს შორის კომუნიკაციაც შედგა ასეთ მდგომარეობაში. ვერ გადაადგილდება, არის ძალიან სუსტად, აქვს კუნთების განლევა, ასევე, მისი თქმით, მან დაკარგა მკვეთრად წონა კიდევ უფრო. კვლავაც ვერ იღებს საკვებს და იღებს მხოლოდ და მხოლოდ სითხეებს. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ექსპერტების დაშვება, რომელთა ექსპერტიზაც უკვე დანიშნულია. ამასთან, სასამართლო ექსპერტიზას არ ნიშნავს და იუსტიციის მინისტრმა მე არ ვიცი ეს ზღაპარი საიდან მოიტანა, რომ სასამართლომ უნდა დანიშნოს ექსპერტიზა. ექსპერტიზას ნიშნავს მხარე. ექსპერტიზა არის დანიშნული, თუმცა სამწუხაროდ, პენიტენციური სამსახური, პატივცემული მინისტრის ქვემდებარე უწყება კანონის სრული დარღვევით და იგნორირებით ექსპერტებს არ აძლევს შესვლის საშუალებას, - თქვა შოთა თუთბერიძემ.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი უკვე მესამე დღეა კლინიკა "ვივა-მედშია" მოთავსებულია. მას მაღალტექნოლოგიური კვლევები ჩაუტარდა, რომლის დასკვნაც ცნობილი დღეს გახდება.
მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე დიაგნოზი აქვს, ამათგან ერთ-ერთი კუნთების განლევაა.