#არაქალთკვლა - პრეზიდენტის გზავნილი
სალომე ზურაბიშვილი ქალთა გახშირებულ მკვლელობებს ეხმაურება - #არაქალთკვლა- დაწერა ცოტა ხნის წინ ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტმა. "დღეს ამაზე მეტს არ ვიტყვი!" - აღნიშნულია მოკლე კომენტარში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, თბილისში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში 30 წლის კაცმა ცოლს ყელი გამოჭრა და დანთ მრავლობითი დაზიანებები მიაყენა. 27 წლის სოფი კვარაცხელია ადგილზე გარდაიცვალა.
დღეს კი კუკიაზე, კაცი ყოფილ ცოლს, მცირეწლოვანი შვილის თვალ წინ სასტიკად გაუსწორდა. საბედნიეროდ, ახალგაზრდა ქალი გადარჩა.
ორიოვე მოძალადე დაკავებულია.