გახარიას დიდი განსაწმენდელის გავლა მოუწევს, ,,ქოცები" იტყვიან, ,,ნაცია", ,,ნაცები" იტყვიან-,,ქოცია" - გია ხუხაშვილი
ინტენსიური ბიოგრაფია ჰქონდა გახარიას, ის პრემიერი იყო და მას ბევრ საკითხზე მოეკითხება: ეკონომიკაზე, 20 ივნისზე... გახარიას გარკვეული განსაწმენდელის გავლა მოუწევს - აღნიშნავს გია ხუხაშვილი ექს-პრემიერ გიორგი გახარიაზე.
გიორგი გახარიას ორმხრივი ცეცხლის ქვეშ მოუწევს გავლა, ,,ნაცები" იტყვიან-,,ქოცია", ,,ქოცები" იტყვიან-,,ნაცია". ორივესთვის არაკომფორტულია პოლიტიკურ სივრცეში გამოჩენა იმ ადამიანის, რომელიც ახალი კვლევებით, პირველ ადგილს ინარჩუნებს. მე ვიცნობ ახალ კვლევას, რომელიც არა მგონია, რომ გასაჯაროვდეს. მოლოდინი მაღალია, არა იმიტომ , რომ გახარია დიდი ფიგურაა, არამედ იმიტომ, რომ საზოგადოებაში დიდია ის ელექტორატი, ვისაც დღეს მოქმედი არც ერთი ძალა არ მოსწონს - აცხადებს პოლიტოლოგი.
გიორგი გახარიას კადრებმა დღეს ,,ქართული ოცნება" დატოვეს და ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსეს.