სხვა რამეს იძახდა, სხვა რამე დააწერინეს - კოდუა ცოლზე ძალადობას უარყოფს
ოჯახურ ძალადობაში დადანაშაულებული ბიზნესმენი, დავით კოდუა, ამტკიცებს, რომ პოლიციაში ცოლ-შვილს ჩვენება მის წინააღმდეგ მოტყუებით მიაცემინეს. პირველი განმარტება მან ოჯახში მომხდარ კონფლიქტზე სასამართლო სხდომაზე გააკეთა და ფიზიკური ძალადობა უარჰყო. კოდუა ამტკიცებს, რომ დაზიანებები ოჯახის წევრებმა წაქცევის შედეგად მიიღეს.
ოფისში ჩავედი, კომენდანტის საათი იყო, მეუღლე ჩასულა პოლიციაში, ისე შეიყვანეს შეცდომაში, იქ სხვა რამეს იძახდა, სხვა რამე დააწერინეს - ამბობს კოდუა.
ძალადობის ფაქტზე დაკავებულ ბიზნესმენს, დავით კოდუას, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
კოდუა ცოლი მეუღლის მიმართ პატიმრობის გაუქმებას და შემაკავებელი ორდერის გამოწერას ითხოვს. ბიზნესმენის მეუღლე ამტკიცებს, რომ დაზიანებები სავარძელზე დარტყმის შედეგად მიიღო.