იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეები ხალხის ინტერესებზე მაღლა საკუთარს აყენებენ - გზავნილი ვაშინგტონიდან

14.04.21 22:01
იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეები ხალხის ინტერესებზე მაღლა საკუთარს აყენებენ - გზავნილი ვაშინგტონიდან

იმედგაცრუებული ვართ, რომ მხარეები ხალხის ინტერესებს საკუთარ სურვილებზე მაღლა არ აყენებენ - ასე აფასებს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. 

 დიპლომატიური უწყების განცხადებას ამერიკის ხმა ავრცელებს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში მიაჩნიათ, რომ საქართველოში მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშავონ, თუმცა "ქართულ ოცნებას" განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება კომპრომისის მიღწევაში:

ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ არცერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავს სურვილი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესების პრიორიტეტიზება მოახდინოს. მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშავონ, თუმცა ჩვენ გამოგვითქვამს [ჩვენი პოზიცია, რომ] მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი მიღწეულ იქნას. კრიტიკული მნიშვნელობისაა ის, რომ პარტიებმა იმოქმედონ ძირეულ დემოკრატიულ ნორმებთან თანმიმდევრული მეთოდებით, რომლებიც ქმნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს“, - აცხადებს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი.

მსგავსი სიახლეები