რაც ხალხისთვის აკრძალულია, ნებადართულია ჩინოვნიკებისთვის - წულუკიანის ქეიფი კომენდანტის საათის დროს

14.04.21 23:49
რაც ხალხისთვის აკრძალულია, ნებადართულია ჩინოვნიკებისთვის - წულუკიანის ქეიფი კომენდანტის საათის დროს

თეა წულუკიანის ქეიფი კომენდანტის საათის დროს - კულტურის მინისტრი დღეს ოზურგეთში, სასტუმრო "ოზურგეთი პლაზას" რესტორანში, ვახშმობდა.

"ტვ. პირველის" ინფორმაციით, ადგილზე ასევე იყო მმართველი პარტიის დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძე, გურიის გუბერნატორი, გიორგი სახოკია და ოზურგეთის მერის მოადგილე, ირაკლი სირაძე.

ვახშამს თეატრის დირექტორი, ვასილ ჩიგოგიძე, რამდენიმე მსახიობთან ერთად ესწრებოდა. 

 

 

 

"ტვ პირველის" კორესპოდენტმა კომენდანტის წესების დარღვევის შესახებ 112-ს 21:06 საათზე აცნობა, თუმცა საპატრულო პოლიცია ადგილზე ერთი საათის დაგვიანებით მივიდა, სიტუაციაში გარკვევის ნაცვლად სამართალდამცავებმა "პირველების" გადამღებ ჯგუფს უთხრეს, რომ ისინი არა ჩვენი შეტყობინების საფუძველზე, არამედ სხვა საქმეზე, სხვა გამოძახებაზე მოვიდნენ. 

საბოლოო ჯამში კულტურის მინისტრი და მისი მასპინძლები უკანა კარიდან გაიპარნენ.