ავტორიტარიზმის საფრთხე - პრეზიდენტის უმწვავეს კრიტიკას პრემიერი დუმილით ხვდება

26.05.22 15:07
ავტორიტარიზმის საფრთხე - პრეზიდენტის უმწვავეს კრიტიკას პრემიერი დუმილით ხვდება

პრეზიდენტის უმწვავეს კრიტიკას პრემიერი დუმილით ხვდება -  რას ფიქრობს სალომე ზურაბიშვილის გზავნილებზე და ავტორიტარიზმის საფრთხეებზე ეს კითხვები დღეს მედიამ ირაკლი ღარიბაშვილს დაუსვა თუმცა, პრემიერი გაიქცა და კითხვები უპასუხოდ დატოვა.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში ავტორიტარიზმის საფრთხეზე და ამბობს, რომ ავტორიტარიზმის თავიდან ასაცილებლად ძალაუფლების დაბალანსება აუცილებელია.

ამასთან, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სასამართლო სისტემას ღიად აკრიტიკებს - სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღეს სიტყვით გამოსვლისას "სირცხვილი" უწოდა იმას, რომ ქვეყანა სათანადოდ ვერ აგრძელებდეს სამართლიანი სასამართლოს მემკვიდრეობას.

მსგავსი სიახლეები