ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება - კობახიძე გახარიას გუნდზე

15.04.21 10:32
ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება - კობახიძე გახარიას გუნდზე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ყოფილი პრემიერ გიორგი გახარიას და მის გუნდს აკრიტიკებს. 

" ეს არ იყო სწორი ქცევა, მოქმედება, რაც ჩვენ ვიხილეთ"- ამბობს აშშ-დან კობახიძე. 

როდესაც არასწორად იწყებ პოლიტიკურ პროცესში ნაბიჯების გადადგმას, ბუნებრივია, ეს პროცესი არასწორადაც გაგრძელდება, შესაბამისად, ჰქონდა ამ ყველაფერს არასწორი დასაწყისი. მგონია, რომ გაგრძელებაც ექნება შესაბამისი, ასეთი დასაწყისით წარმატებული ვერავინ იქნება- აცხადებს კობახიძე.

გიორგი გახარიას კადრებმა ,,ქართული ოცნების" რიგები გუშინ დატოვეს და ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსეს.