თავდასხმა ,,ენმ"-ს ბათუმის ოფისზე - ოპოზიცია პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე საუბრობს
თავდასხმა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე ბათუმში - ოპოზიური პარტია თავდასხმას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლების მიზანი შურისძიება და მათი დაშინებაა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარტიის ოფისის კარი ჩამტვრეული დახვდათ.
სამ თვეში მესამე შემთხვევაა ჩვენს ოფისზე, წინა შემთხვევაში გამგებლები და რწმუნებულები მოგვივარდნენ დასარბევად. ეს არის ,,ქართული ოცნების" მმართველობა. ,,ენმ"-ზე, განსხვავებულ აზრზე თავდასხმა მოსულა. უამრავი სათვალთვალო კამერაა აქ და ვნახოთ, გამოიძიებს თუ არა პოლიცია ამ ფაქტს- აცხადებს ენმ-ს რეგიონალური ოფისის თავმჯდომარე გიორგი კირთაძე.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო.