"ივანიშვილის სათადარიგო ვარიანტი" - ოპოზიცია გახარის გუნდზე

15.04.21 12:34
"ივანიშვილის სათადარიგო ვარიანტი" - ოპოზიცია გახარის გუნდზე

ივანიშვილის სათადარიგო პროექტი, - ასე აფასებს ოპოზიცია ექსპრემიერის მომავალ პოლიტიკურ პარტიას. ამის საფუძველი ხელისუფლების ოპონენტებს გიორგი გახარიას თანაგუდენლების საჯარო განცხადებამ მისცა, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები არ არსებობენ. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყოფილი პრემიერის პოლიტიკური გუნდი „ქართული ოცნების“ სათადარიგო ვარიანტია დაკარგული ხმების შესანარჩნებლად. 

არც ერთ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით ამ ხალხისგან გზავნილი, რომელიც ამა თუ იმ ფორმით მათ მისცემდა ხელისუფლების ოპონენტების სტატუსს საზოგადოების თვალში არ მოგვისმენია. არც გათავისუფლებაზე ამ ადამიანების, რომ განიმუხტოს კრიზისი. პოზიცია არ აქვთ არც ვადამდელ არჩევნებზე, არც უნდობლობაზე მთავრობის მიმართ, ამიტომ ამ ეტაპზე ნამდვილად ლეგიტიმურია ვერსია, რომ ეს არის ივანიშვილის გეგმა „“, რომ ვისაც სრხცვენია, რომ ღარიბაშვილს მისცას ხმა, იქნება ამას მისცეს, - ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძეს გახარიას გნდის მიმართ კითხვის ნიშნები აქვს.  დეკანოიძე ამბობს, რომ ექსპრემიერის გუნდი ხელისუფლების პოზიციიდან საუბრობს.

ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დატოვეს ჩემზე თითოეული კომენტარით, იმიტომ, რომ თუ ნამდვილი ოპოზიციონერობა გინდა, მაშინ უნდა გასცე პასუხები ძალიან კითხვაზე და მათ ამ კითხვებზე არა თუ პასუხი გასცეს, არამედ ხელისუფლების პოზიციით ისაუბრეს, - ამბობს დეკანოიძე.

„სტრატეგია აღმაშნებელის“ წევრი, სერგი ჩიხლაძეს არ სჯერა, რომ „ქართული ოცნებიდან წასულმა დეპუტატებმა გამოიღვიძეს და პროტესტის გრძნობა გაუჩნდათ. 

მათი პირველი განცხადებები ძალიან გაურკვეველია და ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი „ქართული ოცნების“ განცხადებებს. ასე რომ, მითი იმის შესახებ, რომ გახარიამ გაიღვიძა და ამ 6 კაცმა გაიღვიძა და უცებ პროტესტის გრძნობა გაუჩნდათ, ამის ილუზია არ გვაქვს, ეს არის ჩვეულებრივი სათადარიგო სვლა ბატონი ივანიშვილის, - ამბობს სერგო ჩიხლაძე.

„ლელოს“ ლიდერს, ბადრი ჯაფარიძეს არ ესმის, რა მოტივი ამოძრავებს გიორგი გახარის გუნდს  როცა ოპოზიციაში გადასვლა სურს, თუ თვლიან, რომ ქვეყანაში კანონის უზენაესობაა. 

ჩვენი პრობლემა არის ის, რომ კანონის უზენაესობა არის ფეხქვეშ გათელილი და ჩვენ გვესმის გახარიას თანამებრძოლებისგან, რომ თურმე ჩვენ ვცხოვრობთ სამართლებრივ ქვეყანაში. მაშინ, რის გამო არიან ისინი ოპოზიციაში, თუ ისინი ქვეყანაში კანონის უზენაესობაა?, - ამბობს „ლელოს“ ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე. 

გიორგი გახარიას გუნდში გადასული „ქართული ოცნების“ ყოფილი  დეპუტატები ირწმუნებიან, რომ მათ ბიძინა ივანიშვილთა შეხება არ აქვთ და რომ გახარია დამოუკიდებელ პოლიტიკუ სვლებს აკეთებს. 
 

მსგავსი სიახლეები