,,ოცნება" თავიდან ფეხებამდე რადიკალიზაციის პროცესშია ჩაფლული - ბექა ლილუაშვილი

15.04.21 13:11
,,ოცნება" თავიდან ფეხებამდე რადიკალიზაციის პროცესშია ჩაფლული - ბექა ლილუაშვილი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი იმედგაცრუებას გამოთქვამს მმართველი პარტიის პასუხისმგებლობის ხარისხზე, რაც გამოიხატა პოლიტიკური რადიკალიზაციის პროცესში ქართველი ხალხის  ინტერესებზე მაღლა ვიწრო პოლიტიკური ინტერესების დაყენებით - ასე ხსნის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას გიორგი გახარიას გუნდის წევრი, ბექა ლილუაშვილი.

ბექა ლილუაშვილი ქართულ ოპოზიციასაც აკრიტიკებს.

აღარაფერს ვამბობ ოპოზიციის მიმართ იმავე  შეფასებაზე დეპარტამენტის მხრიდან, მათ ისედაც არასოდეს ყოფნიდათ პასუხისმგებლობა - აღნიშნავს ლილუაშვილი. 

ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს უკვე მეორე სტრატეგიული პარტნიორია, რომელიც საქართველოს ხელსუფლებას აკრიტიკებს.

მსგავსი შეფასებების ფონზე, პოლიტიკური რადიკალიზაციის პროცესში თავიდან ფეხებამდე ჩაფლული მმართველი პარტიის მიერ ამ პროცესის ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად ფსევდო დეესკალაციის ლეგენდასაც ძირი გამოეცალა.  
ამიტომ ნურავის გაუკვირდება, როდესაც ვამბობ, რომ სამწუხაროდ, ,,ქართული ოცნების", როგორც ხალხის მიერ არჩეული პოლიტიკური ძალის დღის წესრიგი აღარ არის თანხმევდრაში  ამავე ხალხის ინტერესებთან - წერს ბექა ლილუაშვილი.

 

 

 

 გიორგი გახარიას გუნდმა, მათ შორის, ბექა ლილუაშვილმა,  გუშინ ,,ქართული ოცნება" დატოვა და ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა დააანონსა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს არის ,,ივანიშვილის გეგმა B"

მსგავსი სიახლეები