"პროკურატურა მკვლელებს მფარველობს!" - საეჭვო ვითარებაში დაღუპული თორნიკე მერებაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციას მართავს

02.06.22 13:08
"პროკურატურა მკვლელებს მფარველობს!" - საეჭვო ვითარებაში დაღუპული თორნიკე მერებაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციას მართავს

ხმაურია ამ წუთებში გორში - საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახი სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.

გარდაცვლილის დედას არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომ მისი შვილი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. მშობლები ამტკიცებენ, რომ შვილი მოუკლეს უბედური შემთხვევა გაითამაშეს. პოლიციას კი არ გამოუჩენია ნება, საქმე ობიექტურად გამოიძიოს. მეტიც მათი თქმით, სამართალდამცავები "მკვლელებს მფარველობენ". 

"პროკურატურა მკვლელებს მფარველობს", "სისტემა უნდა დაინგრეს" "შემდეგი შეიძლება შენ იყო" - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

თორნიკე მერებაშვილი 4 წლის წინ 6 ივლისს ხელთუბანი-მეჯვრისხევის საავტომობილო გზაზე მრავლობითი დაზიანებებით იპოვეს. შოთაძის უწყება ამტკიცებს, რომ 18 წლის ახალგაზრდას, ავტომანქანამ "შემთხვევით გადაუარა".