რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები ნამოხვანის აქციის დაფინანსებას ცდილობს - ლადო ბოჟაძე
რუსეთიდან სპეციალური დავალებით თბილისში მოავლინეს ბიზნესმენი ილია ძოწენიძე, რომელსაც დავალებული აქვს აქციების ფინანსური მხარდაჭერა და რუსეთიდან მართული პოლიტიკოსების ჩართვა აქციებში - აცხადებს ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე.
ლადო ბოჟაძე განმარტავს, რომ ბიზნესმენი ილია ძოწენიძე, რომელიც ნამოხვანის აქციებზე უკვე ფიზიკურადაც გამოჩნდა, რუსეთში ბენზოგასამართ სადგურებს ფლობს. ის რამდენიმე წლის წინ თავად დიმიტრი მედვედევმა ოქროს მედლით დააჯილდოვა. ბოჟაძის ინფორმაციით, ბიზნესმენი საქართველოში რუსულ პროექტებს აფინანსებს.
სწორედ ძოწენიძე აფინანსებს საქართველოში მოქმედ ყველა რუსულ პარტიას, მათ შორის, ბურჯანაძის პარტიასაც. სწორედ მან დაუგეგმა ბურჯანაძეს მოსკოვში პუტინთან შეხვედრა. ის ასევე აფინანსებს რუსეთიდან მართულ „პრიმაკოვის ცენტრს“.
აი სწორედ ეს ადამიანი მოავლინეს რუსეთიდან იმისათვის, რომ ააგოროს საპროტესტო ტალღა, მოაწყოს არეულობა და ხელი შეუშალოს ჰესის მშენებლობას. ილია ძოწენიძე ახლა სწორედ მოვლენების ეპიცენტრში იმყოფება და პირადად აფინანსებს და ხელმძღვანელობს რუსულ სპეცოპერაციას ნამახვანის წინააღმდეგ!!! რუსეთის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ ახალ ეტაპზე გადადის! - აცხადებს ლადო ბოჟაძე.
ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია უკვე 172 დღეა, რაც უწყვეტად მიმდინარეობს.