ეს იყო არასწორი ნაბიჯი - არჩილ თალაკვაძე გახარიას გუნდზე

15.04.21 15:25
ეს იყო არასწორი ნაბიჯი - არჩილ თალაკვაძე გახარიას გუნდზე

ეს იყო არასწორი ნაბიჯი, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ დატოვებასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას თანაგუნდელების ქმედებას. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ყოფილმა თანაპარტიელებმა გადაწყვეტილების შესახებ პარტიის პირველ პირს, ირაკლი კობახიძეს, მხოლოდ იმიტომ არ შეატყობინეს, რომ ის  მივლინებით აშშ-ში იმყოფება. 

შეკითხვას, თუ რატომ არ ჩააყენეს მათ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე საქმის კურსში, გახარიას გუნდი არ პასუხობს.