ფიზიკურად იძალადეს, შუბლზე იარაღი მომადეს - დაკავებული აქტივისტების მამა პოლიციის წინააღმდეგ

15.04.21 17:02
ფიზიკურად იძალადეს, შუბლზე იარაღი მომადეს - დაკავებული აქტივისტების მამა პოლიციის წინააღმდეგ

ბათუმში დაკავებული ძმების, თამაზ და თორნიკე ჭელიძეების, მამა პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს.

ჯემალ წულუკიძე, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია, ამბობს, რომ დაკავების პროცესში სამართლადამცაველებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს, წაართვეს მობილური ტელეფონი და საათნახევრის განმავლობაში შუბლზე იარაღმიბჯენილ მდგომარეობაში ჰყავდათ.

სპეცნაზი შემოვიდა, მას პოლიცია მოჰყვა. გავაფრთხილე, რომ ეტლითმოსარგებლე ვარ. ტელეფონი მეჭირა ხელში, მინდოდა ჩამეწერა, მაგრამ ტელეფონი წამართვეს, ფეხზე დამქაჩეს და პირდაპირ შუბლზე მომაბჯინეს იარაღი. სიტყვის თქმის საშუალებას არ მაძლევდნან"- აცხადებს მამაკაცი. 

აქტივისტების ახლობლები ამბობენ, რომ მათი დაკავება უკანონოდ, პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ბათუმში დაკავებული აქტივისტები იმერეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. 

მსგავსი სიახლეები