ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება ძალიან დამაზიანებელია - ანრი ოხანაშვილი საქართველოს პრეზიდენტზე
მმართველი პარტიის მორიგი თავდასხმა საქართველოს პრეზიდენტზე. უმრავლესობის დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა, სალომე ზურაბიშვილის მიერ უცხოეთიდან გაკეთებულ განცხადებას უპასუხისმგებლო და არასახელმწიფო მიდგომა უწოდა.
ძალიან დამაზიანებელია და სახელმწიფოებრივი მიდგომა არ არის, როცა ასეთი უპასუხისმგებლო განცხადება გვესმის ჩვენ სახელმწიფოს მეთაურისგან, რომ თურმე მასზე გადის ზღვარი ქვეყნის ევროინტეგრაციის, ფაქტები კი სულ სხვა რამეს მეტყველებს - თქვა ანრი ოხანაშვილმა
არ მჯერა, რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის, თუ არა ევროპული მომავალი, არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.