"ხელისუფლებას ეშინია" - "სირცხვილია" პრემიერს პასუხობს
ირაკლი ღარიბაშვილის მუქარის პროევროპული აქციის ორგანიზატორებს არ ეშინიათ. საუბარია პრემიერის განცხადებაზე, რომელიც აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს დასჯით დაემუქრა.
"სირცხვილიას" წევრის, ნოდარ რუხაძეს, შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილს მოქალაქეების სიმრავლის ეშინია, რომლებიც აქციაზე მივლენ. მისი თქმით, ხელისუფლება ხალხში ქაოსის გამოწვევა ცდილობს, რათა შემდეგ ისინი მარტივად სამართავები გახადოს.
ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება არის შიშით ნაკვები განცხადება. მათ ეშინიათ საქართველოს მოქალაქეების სიმრავლის. იმ ადამიანების სიმრავლის, რომლებიც ქვეყანაში მხარს უჭერენ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ქვეყნის ევროპულ გზას, ქვეყნის ისტორიულ არჩევანს. რაც შეეხება ამ უსაფუძლო ბრალდებებს, ეს არის მათი სტანდარტული პროპაგანდისტული ხერხი, რომელიც მომართულია იმისკენ, რომ მოქალაქეები დაჰყონ, საზოგადოებაში პოლარიზაცია გაზარდონ და მოქალაქეებმა ამ ქაოსისა და დაბნეულობის ფონზე სიმართლე ვეღარ გაარკვიონ, - ამბობს ნოდარ რუხაძე.
"სირცხვილიას" კიდევ ერთი აქტივისტის, მარიამ გეგუჩაძის, თქმით, პრემიერის მუქარა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის ევროპული კურსიდან გადახვევა სურს.
ეს გვეუბენება იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და მისი გუნდის წევრები აკეთებენ ყველაფერს, რომ ქვეყანამ არათუ ამ კურსიდან გადაუხვიოს, არამედ უბრალოდ მიუღებელი გახდეს ნებისმიერი პროდასავლური ქვეყნისთვის, ორგანიზაციისთვის, ყველასთვის. მის განცხადებას მოაქვს მხოლოდ ეს შედეგი, - თქვა მარიამ გეგუჩაძემ.