წყარო: 5 ივლისის დარბევის ერთ-ერთი ორგანიზატორი პრემიერის გარემოცვის წევრია
სუს-ის მოძალადე თანამშრომლები - ,,შაბათის ეთერის" სკანდალური ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ დღეს ,,პირველებმა" ახალი დეტალები გაარკვია.
წყარო "ტვ პირველს" უყვება, რომ 5 ივლისის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი, გიორგი ყიფშიძე, პრემიერის გარემოცვის წევრია.
ინფორმაციის გადასამოწმებლად ,,პირველების" გადამღები ჯგუფი გიორგი ყიფშიძის ოჯახში მივიდა, თუმცა, ჟურნალისტებს სუს-ის თანამშრომელის ოჯახის წევრმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
საბოლოოდ, ,,პირველები" ყიფშიძესთან სატელეფონო კავშირზე გავიდა, თუმცა ის 5 ივლისის დარბევასთან რაიმე კავშირს უარყოფს.
ვიღაცაში გეშლებით ნამდვილად, სუს-ში ვმუშაობ, მაგრამ ლოჯისტიკის განყოფილებაში. ბატონო, გეშლებით, არავითარ დავალებებს არ ვიღებდი - უთხრა ,,პირველებს" გიორგი ყიფშიძემ.
"ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში გასვლიდან ორი დღე გავიდა, თუმცა პროკურატურას რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.