სუსი 5 ივლისის უკან - NGO-ები "შაბათის ეთერის" ინფორმაციაზე დროულ, ეფექტიან და დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ

14.06.22 11:06
სუსი 5 ივლისის უკან - NGO-ები "შაბათის ეთერის" ინფორმაციაზე დროულ, ეფექტიან და დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ

საქართველოში მოქმედი ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაციები  "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში გასულ სიუჟეტს სპეციალური განცხადებით ეხმიანებიან. მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტური გამოძიება  5 ივლისის ძალადობრივი მოვლენების დაგეგმვასა და აღსრულებაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომში სუს-ი) თანამშრომლების  მონაწილეობას ეხება.

მესამე სექტორის შეფასებით, "ამ დრომდე 2021 წლის 5 ივლისს მომხდარი მასობრივი ძალადობა საპოლიციო უმოქმედობისა და ჟურნალისტებისა და აქტივისტების დასაცავად სახელმწიფოს დემონსტრაციული პასიურობის განსაკუთრებულ შემთხვევად ფასდებოდა, თუმცა 12 ივნისს გასაჯაროვებული ინფორმაცია ქმნის კიდევ უფრო სახიფათო და შემაშფოთებელ დაშვებას, რომ მასობრივი ძალადობის  დაგეგმვისა და  პროცესების მართვის უკან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური შესაძლოა იდგეს".

NGO-ები საქართველოს პროკურატურასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოწუოდებენ:

მიმდინარე ფაქტებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს/უზრუნველყოს დროული, ეფექტიანი და დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარება;
დაუყოვნებლივ გამოიყენონ სამართლებრივი მექანიზმები 5-6 ივლისს ძალადობის  ორგანიზატორების წინააღმდეგ;
საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების პროგრესისა და შედეგების შესახებ.
საქართველოს პარლამენტმა:
გამოიყენოს ყველა შესაძლო საპარლამენტო კონტროლის მექანიზმი 5-6 ივლისს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობის ეფექტიანობისა და კანონიერების შემოწმების მიზნით, მათ შორის, ამ მოვლენების გამოძიების, პრორუსული ჯგუფების საქმიანობის უსაფრთხოების პერსპექტივით შემოწმებისა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან გასამკლავებლად სუს-ის მიერ მიღებული ზომების შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად"- წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს 9 გევლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს. 

განცხადება სრულად ნახეთ აქ

მაკა ჩიხლაძის ჟურნალისტირი გამოძიება

მსგავსი სიახლეები