პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

14.06.22 09:08
პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგი ჩანიშნა

14 ივნისი, 21:00 საათი - სალომე ზურაბიშვილი საგანგებო განცხადების გაკეთებისთვის ემზადება. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრეზიდენტი სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ევროატლანტიკური კურსის გზაზე არსებულ მძიმე გამოწვევებზე გაამახვილებს ყურადღებას.

ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტისას ხელისუფლება გააკრიტიკა. მეტიც ქვეყნის მთავარსარდალმა ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან, ბიძინა ივანიშვილი უარყოფით კონტექსტში პირველად ახსენა. 

"ვინმეს არ უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ივანიშვილს"- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

მსგავსი სიახლეები