არავინ ეწერება რიგში, რათა იყოს მოხალისე რუსული რაკეტებით სიკვდილისთვის - პოდოლიაკი ღარიბაშვილს პასუხობს

14.06.22 12:10
არავინ ეწერება რიგში, რათა იყოს მოხალისე რუსული რაკეტებით სიკვდილისთვის - პოდოლიაკი ღარიბაშვილს პასუხობს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, საქართველოს პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს პასუხობს. 

ღარიბაშვილმა გუშინ თქვა, რომ "თუ ვინმეს ეკუთვნის EU-ს კანდიდატობა, ეკუთვნის საქართველოს, შემდეგ უკრაინას, მოლდოვას". 

არავინ ეწერება რიგში, რათა იყოს მოხალისე რუსული რაკეტებით სიკვდილისთვის. უკრაინა იხდის საშინელ ფასს ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის. ევროკავშირი იხდის დიდ ფასს, რათა დაიცვას საკუთარი ცივილიზაცია. ღირებულებები მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი. რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი? - წერს პოდოლიაკი. 

 

 

მსგავსი სიახლეები