მოვლენათა ეპიცენტრი პრეზიდენტის სასახლეა - რას იტყვის სალომე ზურაბიშვილი

14.06.22 19:48
მოვლენათა ეპიცენტრი პრეზიდენტის სასახლეა - რას იტყვის სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის საგანგებო განცხადებამდე ერთი საათი რჩება. ორბელიანის სასახლეში მედიის უპრეცენდენტო მობილიზებაა. უცნობია, რა თემასთან დაკავშირებით ისაუბრებს სალომე ზურაბიშვილი. 

პრეზიდენტი სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და ევროატლანტიკური კურსის გზაზე არსებულ მძიმე გამოწვევებზე გაამახვილებს ყურადღებას.

ცნობილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ბრიუსელში ვიზიტისას ხელისუფლება გააკრიტიკა. მეტიც ქვეყნის მთავარსარდალმა ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან ბიძინა ივანიშვილი უარყოფით კონტექსტში პირველად ახსენა. 

"ვინმეს არ უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ივანიშვილს"- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. 

მსგავსი სიახლეები