წულუკიანი კრიტიკული მედიას ისევ ემალება - კულტურის მინისტრის პრესკონფერენციაზე "ტვ პირველი" არ შეუშვეს
თეა წულუკიანი ისევ თვითიზოლაციაშია მოქცეული და კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს ემალება. კულტურის მინისტრმა პრესკონფერენცია დღეს იმ მუზეუმში გამართა, საიდანაც ათობით ადამიანი პოლიტიკური ნიშნით გამოუშვა, თუმცა ბრიფინგზე დასწრების უფლება ისევ მხოლოდ სამთავრობი მედიას ჰქონდა.
წულუკიანის ბრძანებით, შენობაში უსაფრთხოების სამსახურმა და მისმა პრესსამსახურმა "ტვ პირველის" გადამღები ჯგუფი არ შეუშვა.